www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "Auto Home" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ავტომობილის ლიზინგით შეძენას, საკუთარი ავტომობილის ხელსაყრელი პირობებით და ლომბარდებასა და განუბაჟებელი ავტომობილის დაფინანსებას. "Auto Home" ონლაინ სივრცეში შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე: https://myautohome.ge/

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 600 ლარი და ბონუსები
საშუალო ანაზღაურება 1000 ლარიდან
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** ონლაინ შემოსულ განაცხადებზე დროული უკუკავშირი
** გაყიდვის შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან სტუდენტი
** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

** ონლაინ შემოსულ განაცხადებზე დროული უკუკავშირი
** მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნების უნარი
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: careerautohome@gmail.com და თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ "Auto Home", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა, დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ, მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართეთ.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |