"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია სწრაფად პროგრესირებს, დღეს-დღეობით შესაძლებელი გახდა ჩვენს მომსახურებაში ავტო ნაწილების სერვისის დამატებაც.
პოზიცია: ფოტოგრაფი
სამუშაო განაკვეთი: სრული
უნარები: დაკვირვებული, პასუხისმგებლობიანი, თავაზიანი, პუნქტუალური, კრიტიკული აზროვნების მქონე, გუნდური მუშაობის და პრობლემებთან გამკლავების უნარი.
მოვალეობები:
** ავტო ნაწილებზე სურათების გადაღება, დამუშავება და მონაცემთა ბაზაში დამატება.
** გრაფიკულ პროგრამებში, Photoshop, Illustrator ან სხვა პროგრამებში პროდუქციისთვის დიზაინის შექმნა.
** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება.
** კომპანიის FACEBOOK-სა და ვებ გვერდზე სურათების განახლება.
უპირატესობად ჩაითვლება:
** კომპიუტერის მისი არქიტექტურის ცოდნა.
** ავტონაწილების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook.
ანაზღაურება: 700 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV kakha1989@hotmail.com და "Subject"-ში მიუთითეთ "ფოტოგრაფი", სასურველია თან დაურთოთ თვენი ფოტოსურათი.