www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრონომ-მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიდიბი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "ჯიდიბი" ახლად შექმნილი ორგანიზაციაა რომელმაც დაიწყო საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის მიზნით როგორც ქვეყნის გარეთ ისე მის შიგნით. ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს სალათის ფოთლის მოყვანას კახეთში დაახლოებით 10 ჰექტარზე თუმცა ახლო მომავალში იგეგმება პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის მნიშვნელოვნად გაზრდა. კომპანია ამ ეტაპზე თანამშრომლობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან რომლებიც ეხმარებიან მას პროექტების განხორციელებაში და თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ სტანდარტების დანერგვაში.

სწორედ ამიტომ კომპანია ეძებს მოტივირებულ ადამიანებს აგრონომ-მენეჯერის პოზიციაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ კომპანიის საქმიანობაში და მასთან ერთად გაიარონ გრძელი და საინტერესო გზა.

მენეჯერის ვალდებულებაა:

** კარგად შეისწავლოს კომპანიის მიერ წარმოებული კულტურები.
** კონსულტანტებთან ერთად შეიმუშაოს: პროდუქციის დათესვასთან, კულტივაციასთან და მოყვანასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის გეგმა და განრიგი.
** განახორციელოს ვიზიტები ველებზე რათა შეამოწმოს მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა მუშაკის საქმიანობის ხარისხი რომელთა პასუხისმგებლობა უკავშირდება პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს დაწყებული მიწის მოსამზადებელი სამუშაოებიდან დამთავრებული მზა პროდუქციის დასაწყობებამდე.
** გააკონტროლოს კომპანიის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებების (ტრაქტორები, ფრზერები, კომბაინები და სხვა) მდგომარეობა რათა აღნიშნული რესურსები დროულად და ეფექტიანად იყოს გამოყენებული.
** მუდმივად აწარმოოს მონაცემების შეყვანა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში (სპეციალური სოფტი რომელიც მართავს პროექტს Greevizor).
** სისტემატიურად მოამზადოს ხელმძღვანელობისთვის სხვადასხვა ტიპის რეპორტები და ანგარიშები კომპანიაში დადგენილი წესებისა და ვადების მიხედვით.

მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ აუცილებელია:

** სულ მცირე ბაკალავრის დიპლომი სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის, აგრონომიის ან მათთან დაკავშირებული სფეროების განხრით.
** აუცილებელი არ არის მაგრამ უპირატესობა მიენიჭება სოფლის მეურნეობის პროექტში მონაწილეობის გამოცდილებას.
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
** აუცილებელი არ არის მაგრამ უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს საკუთარი ავტომობილით.
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (fluent).
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარები (MS Office).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი CV ელფოსტაზე sandrosvan@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |