"სასტუმრო Communal Sololaki" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
თქვენი როლი კომპანიაში: პასუხისმგებელი იქნებით მიიღოთ და განათავსოთ სტუმრები სასტუმროს ყველა სტანდარტის დაცვით და გათვალისწინებით. მიაწოდოთ სტუმარს ინფორმაცია ყველა არსებულ სერვისისა თუ მომსახურების შესახებ, აქციოთ მათი სტუმრობა დაუვიწყარი.
მართვითი პასუხისმგებლობა:
** Check in/ Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება.
** ონლაინ პლატფორმებისა და ტელეფონის ჯავშნების მართვა, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
** სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებ-გვერდისა და სხვა სოციალური პლატფორმების მეშვეობით. (Facebook, Instagram, Booking.com, Expedia.com)
** სასტუმროს შესახებ ყველა ინფორმაციის გადაცემა სტუმრებისთვის და ასევე, ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიღება და ჩანიშვნა მათგან.
** ჩამომსვლელ სტუმრებთან დროული კომუნიკაცია, აეროპორტში დახვედრის შეთავაზება - კვირის ჭრილში სამუშაო ფაილის გაკეთება, სადაც ყველა ეს ინფორმაცია განახლდება.
** სტუმრის მხრიდან საჩივრის გამოკითხვა დროულად და თავაზიანად.
** ყველა საჩივრის კომუნიკაცია მენეჯმენტის გუნდთან, დროულად აღმოფხვრა/გამოსწორება.
** დამლაგებლების ჯგუფთან მუშაობა სწორად, პრიორიტეტების მიხედვით, დარწმუნება რომ ყველა ოთახი დალაგებული და სტანდარტის მიხედვითაა გაწყობილი.
** ყველა ოთახის სტუმრის შემოსვლამდე გადამოწმება/გასწორება სტანდარტზე.
** დოკუმენტებისა და გადახდების მოწესრიგება.
საჭირო უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური და ქართული ენის ცოდნა არის სავალდებულო. ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ, საინტერესო და დინამიკურ სამსახურს
** გუნდურ და პროფესიონალურ გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს (45 საათი/კვირაში 5 დღე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: people@communalhotels.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება