www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტროტექნიკის ინჟინერი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვლიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოს ინჟინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ესმა ონიანის ქ. 32
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 );
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
** დანადგარების ელექტრო/მექანიკური და სხვა სახის შეკეთება და გამართვა;
** არსებული მოწყობილობებისა და ინვენტარის მუშაობის დიაგნოსტირება და მონიტორინგი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დროული შეკეთება ან შესაბამისი სპეციალისტის მიერ შეკეთების ორგანიზება;
** სამონტაჟო სამუშაოების წარმოება და სისტემების პროგრამირება;
** სამუშაო პროცედურების, ტექნიკისა და ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაცია, უსაფრთხოების წესების დაცვით.
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** ხელმძღვანელის მხრიდან ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
ბენეფიტები:
** -50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mworld.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |