www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო Communal Plekhanovi
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"სასტუმრო Communal Plekhanovi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოთახების დასუფთავება სასტუმროს მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
** სასტუმროს ოთახების, საჯარო სივრცეების, ტექნიკური ოთახების დასუფთავება.
** აღჭურვილობის, პროდუქტების მონიტორინგი, უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად.
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი - მდედრობითი;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ, საინტერესო და დინამიკურ სამსახურს
** გუნდურ და პროფესიონალურ გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს (კვირაში 5 სამუშაო დღე, 45 საათი)

ანაზღაურება 800 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: people@communalhotels.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 558960560

სასტუმრო მდებარეობს ეგნატე ნინოშვილის 56 ნომერში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |