www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი პრისელერი
მომწოდებელი: ზედაზენი 2012
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს სტაჟირებას დამწყები პრისელერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, რეგიონები
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანია "ზედაზენი 2012" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად ადამიანურ კაპიტალს მიიჩნევს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, საწვავით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
** გაყიდვების და მოგების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება ადგილზე;
** ქსელში ინვენტარის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** დავალიანების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მართვის მოწმობა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული
** შედეგზე ორიენტირებული

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: zedazeni2012@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ზედაზენი 2012 მა " თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს შპს "ზედაზენი 2012 ის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ შპს "ზედაზენი 2012-მა" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: zedazeni2012@geobeer.ge თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |