www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის კონტროლის თანამშრომელი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საწყობის კონტროლის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღების კონტროლი
** პროდუქციის ვადების და ვარგისიანობის კონტროლი
** პროდუქციის განლაგების კონტროლი
** შეგროვებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი
** შეგროვებული პროდუქციის შესაბამის ტრანსპორტში დატვირთვის კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** საწყობში გამოყენებული მატერიალური საშუალებების კონტროლი
** კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა

მოთხოვნები:

** Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისურის ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა, გუნდურობა, მოტივაციადა დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის კონტროლის თანამშრომელი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |