www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მსხვილ კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სოფთლაინ საქართველო
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "სოფთლაინ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას EPG Account მენეჯერის (მსხვილ კორპორაციულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი) პოზიციაზე!

კომპანია "სოფთლაინ საქართველო" გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან და არის ერთადერთი IT კომპანია საქართველოში, რომელიც ბრენდის სახით წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებაში და ვთავაზობთ კომპლექსურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, ტექნიკას და მომსახურებას. ჩვენს პორტფოლიოში გვყავს 6000-ზე მეტი მწარმოებელი კომპანია და ვფლობთ წამყვანი ვენდორების უმაღლეს სტატუსებს, კერძოდ - Microsoft LAR (Large Account Reseller) და Azure Expert პარტნიორები, Check Point Software Technologies 4, DELL Technologies Titanium, ESET Corporate Premier რეგიონში ერთადერთი პირდაპირი პარტნიორი, საქართველოში SolarWinds-ის ერთადერთი სერტიფიცირებული პარტნიორი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. დღეს ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა და თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც გატაცებულია თავისი საქმით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სანდო და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პარტნიორ კომპანიებთან და მომხმარებლებთან (საქმიანი მოლაპარაკებები, პრეზენტაციების გამართვა, პროექტების მართვა ინიციატივიდან დასრულებამდე);
** მომხმარებელთან კონსულტაცია, პროექტების განხორციელება, რეპორტინგი გაყიდვების მიმართულებით;
** საპასუხისმგებლო სექტორების მიხედვით ბიზნეს გეგმის შედგენა და განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური ან ტექნიკური (IT) განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის და ქვეყანაში მისი განვითარების ფართო ცოდნა;
** პროექტის პროცესების და მუშაობის პრინციპების ცოდნა მსხვილ კორპორაციულ მომხმარებელთან;
** სხვადასხვა თანამდებობის პირებთან კომუნიკაციის და ურთიერთობის განვითარების გამოცდილება;
** აქტიური გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი განხორციელების უნარ-ჩვევები;
** ბიზნეს მოლაპარაკებების და მიმოწერის უნარ-ჩვევები;
** კომერციული წინადადებების და პრეზენტაციების მომზადებაში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.ge@softline.com არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |