კომპანია "დი. ეი. სი." (DAC) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია "დი. ეი. სი" დაარსდა 2001 წელს და მას შემდეგ ლიდერია ქართული მიკროელექტრონიკის ბაზარზე. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ელექტრონული სათადარიგო ნაწილების ყველაზე ფართო არჩევანი. 2008-დან ფუნციონირებს ონლაინ მაღაზიაც - http://www.dac.ge/
ანაზღაურება: 700 ლარი (+ ბონუსი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
** შაბათი 09:30-15:00
** დასვენების დღე - კვირა
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N7
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქციები:
** კერძო პირებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
** საქონლის რეალიზაცია, სალაროს ოპერაციები;
** სარეალიზაციო (ზედნადები) დოკუმენტების შექმნა პროგრამაში (FINA).
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** რადიოელექტრონიკის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
უნარ-ჩვევები:
** მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის შემოტანის წესი:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@dac.ge.
შერჩევა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით გასაუბრების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს http://www.dac.ge/
გისურვებთ წარმატებას!