www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მხარდაჭერის და ანალიზის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მხარდაჭერის და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** აპარატურის პარამეტრების მომზადება, ანალიზი და გაუმჯობესებული ვარიანტების შემოთავაზება;
** აპარატურის პარამეტრების გადამოწმება და რეესტრის წარმოება;
** აპარატურის თანხობრივი მაჩვენებლების დამუშავება და ბიუჯეტირება;
** ბაზების და მონაცემების დამუშავება/ანალიზი;
** ახალი ბაზების და ფორმების შექმნა;
** არსებულ ბაზებში/ფორმებში ინფორმაციის განახლება/ფორმის დახვეწა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ან/და ბიზნესის/ფინანსების მიმართულებით;
** 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
** კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროდუქტის მხარდაჭერის და ანალიზის უმცროსი სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |