www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი დეპო
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

რესტორანი "დეპო" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ: კომპანია დეპო დაარსდა 2021 წელს; რესტორანი დეპო გაიხსნა 2022 წლის თებერვალში და მალევე მოიპოვა აღიარება.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება, გვესაჭიროება ახალი ენერგიული გუნდის წევრები. თუ გსურს, რომ დაიწყო მუშაობა სწრაფად მზარდ კომპანიაში და გქონდეს განვითარების შესაძლებლობა სერვისის სფეროში, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობა:

** სტუმრების მომსახურება;
** მენიუს სრულყოფილად ცოდნა;
** კერძების და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სისუფთავის კონტროლი.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 40-50 ლარი დღეში (გამოცდილების მიხედვით).

სამუშაო საათები:

** 09:00-17:00
** 12:00-21:00
** 16:00-00:00

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის საშუალებას;
** კვებას;
** საღამოს ცვლის ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** სურვილის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს "ფიტპასით" მომსახურებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, შალვა ღამბაშიძის 10.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Depo.Tbilisi@gmail.com; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია "მიმტანი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |