www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის ასისტენტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სათავო ოფისის შიდა საქმიანობის წარმართვა
** შეხვედრების ოთახების დაჯავშნის მონიტორინგი და ოთახების შეხვედრებისთვის მომზადება, საჭირო ინვენტარითა და მასალებით უზრუნველყოფა;
** კორესპონდენციების წარმოება;
** შემოსული და გასული წერილების რეესტრის წარმოება და ფაილინგი;

ოფისის ვიზიტორებისა და თანამშრომლების მომსახურება/მხარდაჭერა:

** შემოსულ ზარებზე, წერილებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება;
** ოფისში მოსული სტუმრების, მომწოდებლების და სხვა პირების მიღება, დაკვალიანება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** დირექტორისა ან/და დირექტორის სტუმრების გამასპინძლება ყავა/ჩაით.
** ოფისის თანამშრომლებისთვის/სტუმრებისთვის ტაქსის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ოფისის თანამშრომლების მივლინების ორგანიზებაში მხარდაჭერა;
** ოფისის თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციების ბაზების/ფაილების მომზადება და პერიოდული განახლება;

დოკუმენტების არქივის მართვა:

** საჭიროებისამებრ ოფისის დოკუმენტაციის სკანირება, ასლის მომზადება, დაფაილება
შესაბამისი დოკუმენტაციის (წერილები, განცხადებები, და სხვა მსგავსი) დადგენილი წესის მიხედვით შენახვა როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით;
** საჭიროებისამებრ ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება და სხვა განყოფილებებისთვის დახმარების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივიანობა და ენერგიულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 ივლისი, 2022 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |