www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ნიუ ტიფლისი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

ბუტიკის ტიპის სასტუმრო "ნიუ ტიფლისი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 75
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოკლე აღწერილობა:

მიმღების თანამშრომლის მოვალეობა არის სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომი გაცილება. ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება, ანგარიშსწორების წარმოება. სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამისი გადამისამართება. სასტუმროს მართვის მართვის პროგრამაში ინფორმაციის დროულად და ზუსტად ასახვა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტის მიღება, დამუშავება და პროგრამაში დაფიქსირება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: Ms Office, სასტუმროს საოპერაციო სისტემები;

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლები მონაცვლეობით

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@new-tiflis.ge წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |