ხილისა და ბოსტნეულის სადისტრიბუციო კომპანია "ევრო ფერმა" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ ახალგაზრდას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობის (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ფლობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო საათები - ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: sales@eurofarm.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი".
გისურვებთ წარმატებას!