www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 305 ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
მაგნიტი სთავაზობს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით

შპს "რითეილ ჯგუფი" სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" დასაქმების მსურველებს იწვევს მოლარე-კონსულტანტის და ცვლის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ თბილისში.

1. მოლარე-კონსულტანტი

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** სალაროს მოწესრიგება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თაროების მოწესრიგება და დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებული.

ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს+ ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკის შეთანხმების შანსი, ასევე მოიაზრება მხოლოდ ღამის ცლის მოლარე- კონსულტანტებიც;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

2. ცვლის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გახსნა და დახურვა;
** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და მითვლა;
** ფილიალში პროდუქციის ვადების კონტროლი;
** დღის განმავლობაში ფილიალის თანამშრომლების მართვა, ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება;
** შეკვეთების წარმოება, მომწოდებლის წარმომდგენლებთან კომუნიკაცია;
** კორესპონდენციაზე პასუხი;
** კომპანიის შიდაგანაწესით გათვალისწინებული, მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა აპექსში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებული.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ენერგიული;
** მოტივირებული.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 08:00- 24:00, თვეში 15 სამუშაო ცვლა
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr1@magniti.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |