საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "კარგო ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსია ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, სამტრედიის ქ. 2
ანაზღაურება: 700 ლარიდან 1400 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად)+ ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერა:
** შემოსული შეკვეთების/შეკითხვების დამუშავება, ფასთა კოტირება, გადაზიდვების დაგეგმვა/ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ სტატუსების მომზადება;
** ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** ტერმინალებთან ურთიერთობა;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** ტვირთების გაფორმება;
** პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** კლიენტებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება და ყოველდღიური დავალებების შესრულება;
** სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და რეკომენდაციების მომზადება აღნიშნულთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექსპედიტორო/ფორვარდერ კომპანიაში;
** სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS office პროგრამების ცოდნა;
** რეპორტების მომზადების უნარი და გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@cargologistics.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ:
** https://cargologistics.ge
** Facebook: https://www.facebook.com/cargologisticsge
გისურვებთ წარმატებებს!