"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ფარმაცევტის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლაში მუშაობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების მოქმედების მექანიზმების ცოდნა
** მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისთვის საჭიროებისამებრ მიწოდება, სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით
** კლინიკის აფთიაქში შემოსული მოთხოვნების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება
** პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა, მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პროდუქციის განთავსება მათთვის განსაზღვრულ ადგილზე, მათი ინსტრუქციის შესაბამისად. ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით მარკირება რათა დაცული იყოს ტემპერატურა, ტენიანობა, მათი ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა
** ზემდგომი პირ(ებ)ისგან მოცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
** კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა
** აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დაცვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხი
** ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B1 ან B2 დონეზე
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.