www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
ანაზღაურება: 6 თვე 1100 ლარი, შემდგომ 1300 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის არსებულ ობიექტებზე საქართველოს მასშტაბით შემდეგი მომსახურება:

** შიდა ქსელის მონტაჟი და დაზიანებების აღმოფხვრა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება;
** კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
** კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის და დახმარების გაწევა;
** შიდა და გარე კამერების ინსტალაცია, სამეთვალყურეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა უმოკლეს დროში;
** სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

კვალიფიკაცია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** OS ოპერაციული სისტემების: Windows ის ცოდნა სავალდებულო, Linux ჩაითვლება უპირატესობად;
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან ადვილად შეგუებისა და სწრაფი შესწავლის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირებულობა, მოკლე ვადებში რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:
career@gulf.ge 2022 წლის 24 ივნისამდე და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .
* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |