www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აჭარის წარმომადგენლობის უფროსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

კომპანია "ოპპა" წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში, აქვს წარმომადგენლობები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

შენ უზრუნველყოფ:

** აჭარის რეგიონის წარმომადგენლობის მართვას;
** გუნდის მართვას;
** რეგიონში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების/ტერმინალების ქსელის განვითარებაზე ზრუნვას;
** აჭარის წარმომადგენლობაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების/ტერმინალების ქსელის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვას და კონტროლს;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციას;
კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციას;
** სტრატეგიების და მიზნების დაგეგმვასა და შესრულებას;
** წარმომადგენლობის ბიუჯეტის დაგეგმვას და შესრულების კონტროლს;
** აჭარის წარმომადგენლობის ოფისის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
** კომპანიაში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და რგოლებთან ურთიერთობას და კოორდინირებულად მუშაობას, საერთო პროექტებში ჩართულობას;
** პროცესების ეფექტურ მართვას კომპანიაში არსებული პროცედურებისა და პოლიტიკის ზედმიწევნით დაცვით;
რეპორტინგის წარმოებას .

მნიშვნელოვანია აკმაყოფილებდე შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1);
** MS Office ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკება და კომუნიკაციის წარმოება;
** დროის ეფექტური მართვა;
** ლიდერობა;
** დაგეგმვა, აღსრულება, მართვა;
** გუნდის მართვა;
** ეფექტური დელეგირება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** პარალელურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** პრიორიტეტიზაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 203 000



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |