ტურისტული კომპანია "Top Glory Travel" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია წარმატებით მუშაობს 2017 წლიდან შემომყვანი ტურიზმის განხრით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საგადასახადო პორტალზე მუშაობა;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
** შემოსავლების კონტროლი;
** სალაროების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა;
** დებიტორ-კრედიტორის კონტროლი;
** ტურების ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა; განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაოს ტიპი: ნახევარ განაკვეთზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@topglorytravel.com