ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.
ვის ვეძებთ? ჩვენ ვეძებთ პილოტს:
** ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, პუნქტუალური
** უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** აქვს მოპედის მართვის გამოცდილება
** აქვს A, A1 ან B, B1 კატეგორიის მართვის მოწმობა
** აქვს მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** კარგად იცის თბილისის ქუჩები და საგზაო ნიშნები
რას გააკეთებ?
** სფეისის მომხმარებელს მიუტან პროდუქტებს და საჩუქრებს
** ამანათის ჩაბარებისას გააცნობ მომხმარებელს სფეისის ბარათით სარგებლობის ძირითად პრინციპებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს მისცემ გარკვეული ტიპის ინსტრუქციას.
როგორ დაგვიკავშირდე?
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.