www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ადმინისტრატორის თანაშემწე
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 29 ივნისი

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C პლატფორმის განახლება-მოდიფიცირება, კონფიგურაციების ოპტიმიზაცია
** პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება
** რეპორტების აწყობა მომხმარებლების მიხედვით
** ახალი პროცედურის და ფუნქციის ტესტირება, გაშვება
** მომხმარებლის ტრენინგი
** მომხმარებლების მხარდაჭერა
** მხარდაჭერის პორტალზე ბილეთების სტატუსების მართვა
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსებში, ეკონომიკასა და ბიზნესში)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პროფესიული უნარები:

** MS Excel-ის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - 1C ადმინისტრატორის თანაშემწე.

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |