ლუდსახარში "არგო" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ლილო, ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარების მექანიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, შეზეთვა, შეპოხვა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების გამოცვლა;
** საწარმოო დანადგარების პრევენციული მონიტორინგი (ყოველდღიური ტრანსპორტიორის ღერძების/საკისრების შემოწმება, რედუქტორებში ზეთის დონის შემოწმება და ა.შ) და გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი მყისიერი რეაგირება;
** გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესრულება
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე 1-3 წელი
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას
** დაზღვევას
** კვებას
** ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან)
მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!