მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის თანამდებობაზე ინტერვენციულ რადიოლოგიაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო საათები: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, სამედიცინო განათლების კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** სასურველია, თანამედროვე რადიოლოგიურ აპარატურებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** ინტერვენციული რადიოლოგიის სამანიპულაციოში ულტრაბგერითი დანადგარით, C-Arm-ით (რენტგენის აპარატი), CT დანადგარებით, ანგიოგრაფიული და აბლაციური დანადგარებით ტექნიკური ოპერირება (მანიპულაციების დროს გადაღება, ინფორმაციის ჩაწერა, გადაგზავნა);
** რადიოლოგიურ აპარატურებთან მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 15.07.2022-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.