www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2" ქალაქ ზესტაფონში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე ეძებს აქტიურ, კომუნიკაბელურ კადრს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამებით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამებით დიპლომირებულ სპეციალისტებს ამზადებს ყოველწლიურად.
კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.construct2.ge

მოვალეობები და ფუნქციები:

** კოლეჯის საქმიანობის რეკლამირება სტუდენტებისა და პარტნიორი დამსაქმებლების მოზიდვის მიზნით;
** საჯარო და კერძო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან/სტუდენტებთან, ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარება, საზოგადოებრივი გაცნობიერების კამპანიის წარმოება, პოტენციურ ბენეფიციართა მოზიდვის და მათთვის სერვისების შეთავაზების მიზნით;
** შრომის ბაზრის შეძლებისდაგვარად მოკვლევა, ფართო საზოგადოების, დაინტერესებული პირების და პოტენციური დამსაქმებლების ინფორმირება კოლეჯის საქმიანობის, პროგრამების და კურსების შესახებ;
** მისაღები კონტინგენტის მოზიდვა და მათ სწორ პროფესიულ ორიენტაციაზე პასუხისმგებლობის აღება;
** კონსულტაციების გაწევა და ინფორმაციის მიწოდება სწავლის მიღების მსურველთათვის, კოლეჯში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
** სწავლის მიღების მსურველისთვის პროფესიის დაუფლების შემდგომი დასაქმების პერსპექტივების გაცნობა;
** კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში დახმარების გაწევა;
** ყოველდღიურად ვაკანსიების მოძიება, დამსაქმებლებთან გასაუბრება და ინფორმაციის კურსდამთავრებულთათვის მიწოდება;
** პრეზენტაციების, ღია კარის დღეების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
** როგორც კურსდამთავრებულთა, აგრეთვე სტუდენტების დასაქმების სტატისტიკის წარმოება და სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. ზესტაფონი
თანამდებობრივი სარგო: 1400 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივლისისა.

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ დართული ფაილის სახით და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმეს განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |