www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, Kassbohrer-ს, CFMOTO-ს, Tucano Urbano, Akrapovic, KYMCO-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს, Kubota-ს, Shibaura-ს, Yanmar-ს, Ransomesjacobsen-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს;

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას სოფლის მეურნეობის და სპეცტექნიკის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სასოფლო - სამეურნეო/სპეც-ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათ საჭიროებაში გარკვევა;
** სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის მომწოდებლებთან მუშაობა;
** შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის მიწოდება - გაგზავნა/წარდგენა;
** ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მარაგების შექმნა და ოპტიმიზაცია;
** სახელმწიფო და კერძო კომპანიების ტენდერებისათვის მომზადება და მონაწილეობა;
** სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 12 ივლისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ სოფლის მეურნეობის და სპეცტექნიკის ბრენდ მენეჯერის, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |