მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო არხების განვითრების (განვადების რეგიონალური) მენეჯერის სამეგრელოს და იმერეთის რეგიონში თანამდებობაზე.
მდებარეობა: იმერეთი, სამეგრელო
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** გამოცდილება საბანკო-საფინანსო, საკრედიტო სფეროში
** გამოცდილება მარკეტინგის განყოფილებაში საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
ძირითადი მოვალეობები:
** მობილური განვადების ჯგუფის ხელმძღვანელობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მობილური განვადების ჯგუფის გასვლების წინასწარი გეგმის შემუშავება;
** ახალი პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება, მათთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და ფილიალების მეშვეობით საგანვადებო პროდუქტების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა;
** სამუშაო არეალის ათვისების მიზნით იდეების ინიცირება. ახალი კლიენტების მოზიდვების აქციების დაგეგმა და ფილიალთან ერთად განხორციელება.
** წინასწარი გეგმის შემუშავება თვის მანძილზე ჩასატარებელი პრომო აქციების/ სოფლის დღეების და სხვა მსგავსი აქტივობების შესახებ.
** პროექტის შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო მარკეტინგული და სხვა დაკავშირებული ლოჯისტიკის ფილიალებისთვის მიწოდება.
** პროექტების ჭრილში მისაღწევი შედეგის საპროგნოზო ფაილების შემუშავება და წარდგენა შესაბამის პირებთან.
** დამტკიცებული გეგმების ჩაშლა, საკრედიტო სტაჟიორების, პრომოუტერების და კონსულების, ფილიალის ჭრილში და მიწოდება ადრესატებისათვის.
** თვის ბოლოს, პროექტების მიღწეული შედეგების აღრიცხვა / რეპორტინგი ორგანიზაციაში მიღებული წესების შესაბამისად.
** კონკურენტი ორგანიზაციების მოქმედი პროდუქტების სისტემური ანალიზი.
** ორგანიზაციაში დანერგილი ახალი მომსახურების/ პირობის გაცნობა გაყიდვების პროექტში ჩართული ყველა პირისთვის. (საკრედიტო სტაჟიორი, პრომოუტერი, კონსული, ფილიალის მენეჯმენტი)
** პერიოდულად წარმოადგენს ანგარიშებს ფილიალებში განხორციელებული პრომო აქციების და გაყიდვების მაჩვენებლების სტატისტიკას
ანაზღაურება შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.
მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად მოგვაწოდონ CV მოცემულ მისამართზე: job@lazikacapital.ge ან წარმოადგინონ ქ. ზუგდიდში, კ. გამსახურდიას 59, ორგანიზაციის სათაო ოფისში.