www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: ქეი ენდ ბი ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ტვირთების გადამზიდავი კომპანია შპს "ქეი ენდ ბი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

კომპანია 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებს ქვეყნის შიდა გადაზიდვებს გეზი-დან (გაფორმების ეკონომიკური ზონა - საბაჟო) საწყობებამდე.

კომპანია ეძებს ახალ თანამშრომელს სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს მისამართი: თბილისი, გეზი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო მანქანის აღწერილობა: მერსედესი Atego (2004 წლიანი), ბორდის სიგრძე 7.2 მ
ანაზღაურების ტიპი: გამომუშავებით (1000-1500 ლარი)

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

** მართვის მოწმობა C კატეგორია
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობის მაღალი დონე
** პრიორიტეტია მძღოლი ცხოვრობდეს გეზ-თან ახლოს (ლილოს დასახლება, ისან-სამგორის ტერიტორია, ნორიო, მარტყოფი და ა.შ.)

კომპანია გთავაზობთ:

** მძღოლის საცხოვრებელი მისამართიდან გამომდინარე შესაძლებელია სამსახურის მანქანით სიარული (სახლი-სამსახური)
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი ყოველთვიურად
** ანაზღაურების გაცემა თვეში ორჯერ როგორც საბანკო ბარათით, ასევე ხელზე სურვილისამებრ

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მეილზე: hotellotbilisi@gmail.com ან ნომერზე - 599 262076 კოტე

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |