www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თაბუკაშვილის 27

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 81 ფილიალით არის წარმოდგენილი.

#გახდიკრედოელი

კანდიდატს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

გრაფიკი: სტანდარტული 8 საათიანი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00_18:00 ან 10:00_19:00 საათამდე)

პოზიციის მიზანი:

უზრუნველყოს ორგანიზაციაში ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის დაცვა;

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

სპეციფიკური პასუხისმგებლობები:

** ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების ხედვის და სტრატეგიის გაზიარება და თანხვედრა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** ორგანიზაციულ პროექტებში ჩართულობა, ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** მე-3 მხარეების შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაცი (ებ)ის გაცემა;
** ორგანიზაციაში დაფიქსირებული ინციდენტების იდენტიფიცირება, მოკვლევა, რეაგირება და ანგარიშგება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ხელსაწყოების დანერგვისას აქტიური ჩართულობა და დანერგვის ხელშეწყობა;
** უსაფრთხოების სისტემების მუდმივი მონიტორინგი, მოვლენების დაფიქსირება და პროცედურის შესაბამისად რეაგირება;
** უსაფრთხოების სისტემების და კონტროლების პერიოდული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გაუმჯობესება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების ცოდნა.

კვალიფიკაცია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** EDR, DLP, PAM, FIM, SIEM და სხვა უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებთან (ISO, COBIT, NIST) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქსელის/სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** საკითხების მართვის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ჯგუფთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

ვაკანსიის დედლაინია: 30 ივნისი 2022 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |