"Krtsanisi Resort Residence" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
** უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით);
** Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
** კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება (ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვის მიზნით არსებული ბაზების მუდმივი განახლება/ახალი ბაზების წარმოება);
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process)
** გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება
** გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის (მათ შორის გადახდის ქვითრების) მიწოდება ბუღალტერიისთვის მოთხოვნის შესაბამისად
** განახლებული პროექტებისთვის გათვლების აწყობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
** საიტებზე არსებული პროექტების ფასების გადამოწმება და განახლებული ინფორმაციის მიწოდება;
** საიტზე/პრეზენტაციასა თუ სხვა მასალებში არსებული ტექსტების კონტროლი და სწორი თარგმანი საჭიროების შემთხვევაში;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით).
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** საბაზისო კვალიფიკაცია: გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოება, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.
** უნარები: გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პროცესებისა და დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@vr.ge