www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: March
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია "March" გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური საშუალებების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც ათი წელია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე,

კომპანია "March" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

** სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.
** ანაზღაურება: 500-600 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემა (წარმატებული გაყიდვების შემთხვევაში
საშუალოდ 1000-1500 ლარი გამოდის თვეში). ხელფასის (ასევე ბონუსის) ზრდის პერსპექტივით.
** მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
** თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა.
** პოტენციური კლიენტების მოძიება, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება
** შოურუმში კლიენტების კონსულტირება, მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია (შეკვეთის მიღება/გაფორმება)
** სოციალური მედიის საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლების ზრდა (პოსტებით და კლიენტებთან კომუნიკაციით)
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:

** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teazh.march@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |