www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი იურიდიული სახელმძღვანელოების შექმნაზე
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
თანდართული ფაილი: 81543_EOI__Textbooks_docx_5673805.zip
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

კონკურსი იურიდიული სახელმძღვანელოებისა და სამართლის სასწავლო მასალების შექმნასა და გამოქვეყნებაზე.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიზანია საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკადემიური ინსტიტუტებიც, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რათა გააძლიერონ სწავლება და სასწავლო პროგრამები.

საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერების ერთ-ერთი გზაა, დავეხმაროთ ქვეყნის იურიდიული განათლების სისტემას, შექმნას მაღალი ხარისხის იურიდიული სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქართულ ენაზე იურიდიული მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

შესაბამისად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების საკითხებზე და/ან იურიდიული პრაქტიკული უნარების შესახებ სასწავლო მასალებისა და სახელმძღვანელოების შესაქმნელად და გამოსაქვეყნებლად.

განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს საქართველოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტმა, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც აფილირებულნი არიან საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან.

წერილობითი კითხვების გაზიარების ბოლო ვადა: ივნისი 28, 2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: ივლისი 5, 2022

ელ. მისამართი: info.rolp@ewmi.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |