www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამა
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" (OSHE GEORGIA) იწყებს წინასწარ რეგისტრაციას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე თბილისსა და ბათუმში.

მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სრული აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე ჩვენ გთავაზობთ არასრულ პროგრამას (დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების), რომლის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ყველა სექტორში, გარდა მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა (მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრული ჩამონათვალი).

პროგრამის ხანგრძლივობა და საათობრივი დატვირთვა:

სრული აკრედიტებული პროგრამა - 2, 5 თვე (230 საათი)
აკრედიტებული პროგრამა დაბალ და საშუალო რისკის ობიექტებზე - 1, 5 თვე (148 საათი)

პროგრამის გავლისა და შრომის ინსპექციის სპეციალურ საგამოცდო ცენტრში გამოცდის ჩაბარების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს, ასევე პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და ნარჩენების მართვის სერტიფიკატებს.

პროგრამას გაუძღვებიან კვალიფიციური ტრენერები მინიმუმ 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები: მამუკა ფირცხალავა, შოთა ნიჟარაძე, ზურაბ შანშაშვილი, ოთარ ქარჩავა, მაია მუშკუდიანი, გენადი კვერენჩხილაძე, სალომე ემუხვარი, ნუგზარ ციხელაშვილი, რატი დოლიძე, ზურა პავლიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, გოჩა გელაშვილი, გრიგოლ ჭკადუა, თამარ დოლიძე, თეა მაღედანი, ირაკლი არაბიძე, ლაშა სიხარულიძე, ლევანი კაკაჩია, ნინო აშორდია, ფარნაოზ დვალი, ბაია კუბლაშვილი, ირინა წირქვაძე, გიორგი ჩიჩუა.

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს.

ტრენინგის განრიგი:

** კვირაში 5 დღე
** სამუშაო დღეებში ტრენინგის ჩატარების დრო: 18:00 - 22:00 სთ.
** შაბათს ტრენინგის ჩატარების დრო: 11:00 - 17:00 სთ.

ტრენინიგები ჩატარდება:

** ქ. თბილისი - მისამართი: გ. ჭყონდიდელის ქ. 56
** ქ. ბათუმი - მისამართი: შალვა ინასარიძის 29

ფასების, ტრენინგის მიზნების, პროგრამის და თემატიკის სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://oshe.ge/trainings/103

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა მისამართზე: https://bit.ly/39hqH0X

საკონტაქტო ინფორმაცია: 599180020, 599179873, 595208199.
ელ.ფოსტა: oshegeorgia@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |