აზიური კერძების რესტორანი "ბანგკოკი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე, პროფესიის ადგილზე შესწავლით.
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, 900 ლარიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო დღის დაგეგმვა;
** არსებული მენიუს შესწავლა;
** კერძების მომზადება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რესტორანში მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება.
დასაქმების მსურველს ადგილზე შევასწავლით სამუშაოს სპეციფიკასა და HACCP-ის სტანდარტებს.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: BangkokTbilisi@gmail.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.