www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Prospect
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტი" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ან გაქირავების მიზნებისთვის ლიდების გენერირება;
** მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების მკაფიოდ ჩამოყალიბება/განსაზღვრა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია;
** დაინტერესებული პირებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა);
** უძრავი ქონების ლისტინგების შექმნა;
** უძრავი ქონების დასათვალიერებლად მომზადება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** CRM-ში მუშაობა;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებთან კომუნიკაცია (შემფასებლები, ბანკები, ფინანსისტები, იურისტები და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gberidze@prospect.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |