www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურიზმის გიდების და ტურ-ოპერატორების მოსამზადებელი კურსები
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ ტურიზმის გიდების და ტურ-ოპერატორების მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსებს საზაფხულო 10-20%-იანი ფასდაკლებით!

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 22 წლიან გამოცდილებას!

ტურიზმის გიდის კურსები

** რუსულენოვანი გიდების მომზადება-გადამზადება (კურსი რუსულად)
** ინგლისურენოვანი გიდების მომზადება-გადამზადება (კურსი ინგლისურად)

კურსის პროგრამა:

** საქართველოს ისტორიის მიმოხილვა (ყველა ტურისტულად აქტუალური რეგიონის გავლა) და ისტორიული ძეგლების შესწავლა;
** ქართული ტრადიციების მიმოხილვა;
** საქართველოს კულტურა, ხელოვნება;
** ტურის დაგეგმარება;
** გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები; გიდის ეტიკეტი;
** ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა;
** პრაქტიკული გასვლა ტურში და ადგილზე მუშაობის უნარების განვითარება;

სხვადასხვა ტურის შესწავლა:

** კულტურული ტური;
** მომლოცველთა ტური;
** ღვინის ტური;
** გასტრონომიული ტური;

ინგლისურენოვანი კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
კურსის ღირებულება ჯგუფში: 250 ლარის ნაცვლად - თვეში - 200 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 350 ლარის ნაცვლად თვეში - 300 ლარი
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

რუსულენოვანი კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია - ორი თვე
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
კურსის ღირებულება ჯგუფში: 250 ლარის ნაცვლად - თვეში - 200 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 350 ლარის ნაცვლად თვეში - 300 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

კურსის მსვლელობისას მსმენელებს ჩაუტარდებათ გასვლითი ტურები ორ სხვადასხვა ტურისტულად ყველაზე მოთხოვნად ადგილას!
ორივე კურსის ბოლოს ჩატარდება შესაბამისი ტესტირება!
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი!

კურსებს უძღვებიან: რუსული ენის და ინგლისური ენის კვალიფიციური, მილანის ტურიზმის გიდის ეთიკის სერტიფიკატის მფლობელი სპეციალისტები, რომელიც ამავდროულად მუშაობენ ტურისტულ გიდებად, გააჩნიათ რამდენიმე წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გიდად მუშაობის VIP ტურისტებთან.
შემომყვანი ტურ-ოპერატორის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი!

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს შემომყვანი ტურიზმის მენეჯერად ან ტურ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.

ამ პოზიციაზე სამუშაოდ საჭიროა სასწავლო კურსის გავლა, რომელიც შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ტურიზმით.

კურსი მოიცავს:

** შეისწავლით ყველა იმ სისტემას, რომელიც საჭიროა შემომყვანი ტურის დასაგეგმად და არამარტო!
** ტურ-პაკეტების დამუშავება

შემომყვანი ტურ-ოპერატორის პროგრამა:

** ტურ-პაკეტის შექმნა და ფასწარმოება
** ტურისტული სფეროს სპეციფიკა, ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებები
** ტურ-პაკეტების დაჯავშნა/შესყიდვის პრინციპები/მეთოდები
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკა
** ვიდეო გაკვეთილები, დავალებები
** მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციფიკა
** სარეკლამო ბანერების აწყობა
** მუშა ჯგუფების და გვერდების შექმნა
** სააგენტოს ფორმირება
** კორესპონდენციების დამუშავება/წერილების შედგენა
** ელ-ფოსტასთან მუშაობა, რეკლამირება
** სასტუმროს ჯავშნის შესწავლა და გამოსყიდვის სისტემა

კურსი მოიცავს: 10 ლექციას
კვირაში ჩატარდება 3 ლექცია
კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარის ნაცვლად - 240 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 400 ლარის ნაცვლად - 300 ლარი
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 600 ლარი - 500 ლარი

კურსს წარუძღვება: მარიამ ზაუტაშვილი, რომელიც რომელიც არის ტურისტული კომპანიის სერტიფიცირებული ხელმძღვანელი 6 წლიანი გამოცდილებით. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

გამყვანი ტურიზმის პრაქტიკული კურსი

კურსი გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს ტურისტულ სააგენტოებში ტურ-ოპერატორად ან მენეჯერად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნება გამყვან ტურებზე.

პროგრამა მოიცავს:

** ტურიზმის ისტორიის მცირე მიმოხილვა, ტურიზმის სახეობები, მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. (საკურორტო ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, სასწავლო ტურიზმი და ა. შ.)
** გამყვანი ტურიზმი, მისი შემადგენელი ძირითადი ერთეულები : ავიაბილეთი, განთავსება, დაზღვევა, ტრანსფერი და დამატებითი მომსახურებები იგივე VIP სერვისები. ინვოისი : მისი ფორმა და შინაარსი . ანგარიშსწორების ფორმები.
** განთავსების ობიექტების ტიპები, ნომრების კატეგორიები, CHECK INN, CHECK OUT, EARLY CHECK INN, LATE CHECK OUT .
** საქართველოს ბაზარზე არსებული განთავსების ობიექტების დასაჯავშნი ყველა ხელმისაწვდომი სისტემა. ზოგადი მიმოხილვა იმისა სად რა შეგვიძლია დავჯავშნოთ.
** კომუნიკაციის როლი გამყვან ტურიზმში : როგორ შევარჩიოთ მომხმარებლისთვის საინტერესო განთავსების ობიექტი, რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მოძიებისას და რა ინფორმაცია დაგვჭირდება მომხმარებლისგან.
** პრაქტიკული ნაწილი : როგორ ვიმუშაოთ განთავსების ობიექტების დაჯავშნის სისტემებთან : NOVATOUR ; PEGAS TOURISTICS
** ავიაბილეთები, მათი სახეობები და ჯავშნის სისტემები - იატა, ამადეუსი, პეგასუსი, ვიზ ეარი, ონლაინ ჯავშნის სისტემები
პრაქტიკული ნაწილი : ავიაბილეთის დაჯავშნა WIZZ AIR, გამოსყიდვა, ბილეთის გაუქმება, საბარგო პოლიტიკა .
** დაზღვევა: საქართველოს ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები გამყვანი ტურიზმისათვის: ჯიპიაი, იმედი ელ, თიბისი დაზღვევა და ა. შ. (პრაქტიკული ნაწილი: დაზღვევის გამოწერა). 8. 8.ცალკეული ელემენტებით ტურის აკინძვა, ღირებულების დათვლა და რეალიზაცია. (პრაქტიკულ ნაწილთან ერთად) შექმნილი პროდუქტის რეკლამირება : რა გზით მივაწოდოთ პროდუქტი მომხმარებელს, რას მივაქციოთ ყურადღება.

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი!

კურსი მოიცავს: 16 საათს
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია
კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარის ნაცვლად - 240 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 400 ლარის ნაცვლად - 300 ლარი
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 600 ლარი - 500 ლარი

ლექციებს უძღვება პრაქტიკოსი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტურიზმის მენეჯერი, ტრენერი: ნინო ჩხვირკია.

მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.
ტელ: 551196110; 593618212;
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
Facebook: https://web.facebook.com/pages/VIPIntellectGroup
ვებ-გვერდი: http://www.vipintellect.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |