www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: TBC Net
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"TBC Net" წარმოადგენს TBC Group PLC შემავალ Tech კომპანიას, რომელიც აერთიანებს შემდეგ ციფრულ პლატფორმებს: Livo, Vendoo, Swoop, Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, გუნდისთვის ეძებს 1c ოპერატორს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00, 1 საათი შესვენება
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში

ძირითადი მოვალეობები:

** რს-ზე ზედნადებების ატვირთვა;
** საგარანტიო ბარათების შევსება;
** 1c-ს პროგრამაში შეკვეთისა და მყიდველის დარეგისტრირება;
** 1c -ს პროგრამაში სწორი და ვალიდური ინფორმაციის შეყვანა;
** მომხმარებლისა და მის მიერ შეძენილი ნივთის შესახებს, საწყობისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება (შეკვეთის ფურცლის მეშვეობით). საგარანტიო ფორმებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის შევსება;
** საწყობში პროდუქციის მიღებამდე RS და 1 C მონაცემების გადამოწმება;
** საბოლოოდ 1 C და RS დოკუმენტების მონაცემების თანხვედრაში მოყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, მათ შორის, excel- ის ცოდნა.
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** პუნქტუალური, ორგანიზებული, დისციპლინირებული, კომუნიკაბელური;
** მოსმენის, პრობლემის გაანალიზების და გადაჭრის უნარი.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, პროფესიონალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |