www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ყურადღება! ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება 2022 წლის 8 ივლისამდე.

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ამ მიმართულებით ბლუ უოთერსი საქართველოში წარმოადგენს ისეთ ცნობილი და გამოცდილ კომპანიებს როგორიცაა TRAIDENIS, Eurobion, Ecolos და SANI.

ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bluewaters.ge/

ჩვენი ამჟამინდელი მიზანია მნიშვნელოვნად გავზარდოთ ადგილობრივი გაყიდვები და ავითვისოთ ახალი ბაზრები (აზერბაიჯანი, სომხეთი).

რატომ გამოცხადდა ვაკანსია:

გაფართოებასთან, მოთხოვნის და გაყიდვების მუდმივ ზრდასთან ერთად, ჩვენს კომპანიას სასწრაფოდ ჭირდება გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების დეპარტამენტის გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც შექმნის ჩვენს სფეროში საუკეთესო გაყიდვების გუნდს. იმიტომ, რომ ჩვენი მომხმარებლები იმსახურებენ არა მხოლოდ საუკეთესო დანადგარებს, არამედ გაყიდვებისადმი ყველაზე პროფესიონალურ მიდგომას. გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.

პოზიციის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო პირობები შევქმნათ ბაზარზე.

ჩვენი კომპანიის ფასეულობები:

** კარიერული განვითარების სურვილი
** სისწრაფე და მოქნილობა
** არასოდეს დანებდე
** ყოველთვის ისწრაფე განვითარებისკენ, ყოველ წუთს
** სრული პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვასა და მოქმედებაზე
** მიიყვანე ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე
** არ მოიტყუო. არასოდეს.
** იყავი ყოველთვის პოზიტიური და კრეატიული

რა უნდა გააკეთო:

** გაყიდო პროდუქტი, რომლის გამოც არ შერცხვები მომხმარებლებთან
** გაყიდვების მენეჯერების შედეგების გაანალიზება/კონტროლი
** ანალიზის საფუძველზე გაყიდვების მენეჯერის სამუშაოს კორექტირება
** მენეჯერების კომპეტენციების გაუმჯობესება (გაყიდვის ტექნიკაზე მუშაობა, ტექნიკური ტრენინგის ჩატარება)
** მოტივაცია მისცე გაყიდვების მენეჯერებს, რომ მეტი გამოიმუშაონ
** განიხილო გაყიდვების დეპარტამენტთან კარგი და ცუდი გარიგებები
** მონაწილეობა მიიღოთ ბრიფინგებში მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად

რა პირობებს გთავაზობთ:

** საშუალო ხელფასი: 2, 500-5, 500 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი)
** გადახდა თვეში 2-ჯერ
** რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობა კომერციული დირექტორის პოზიციამდე
** მენეჯერების სასწავლო სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა
** სპეციალიზირებული კურსები
** Bitrix24-ში მუშაობის შესაძლებლობა

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. შესაძლოა დისტანციურად (შეთანხმების შესაბამისად)
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/suuUYpRxdKEJNTgLA

ყურადღება! ვაკანსიაზე განაცხადები მიიღება 2022 წლის 8 ივლისამდე.

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |