www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა, ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ აქტუალურია. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტი"-ს ფილიალების რაოდენობა 300-ზე მეტია და დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი 5000-ს სცდება;

შპს "რითეილ ჯგუფი" სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება კომპეტენციის ფარგლებში;
** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** საოპერაციო დირექტორისთვის, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმების შეთავაზება;
** მოთანამშრომლე კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და აქტიური ჩართულობა
** ოპტიმალური მარაგებით გაყიდვების მაქსიმალური ეფექტის შექმნა;
** მოწოდების გრაფიკების ფორმირება;
** ანალიტიკური რეპორტების გამზადება და ანალიზი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის სწრაფი მოგვარება;
** კომერციული დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება მომწოდებლის მხრიდან პირობის შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის ასამოქმედებლად;
** დაშვებების გათვალისწინება: სააქციო ნაშთი, მაღაზიის ფართი, კორპორატიული კლიენტები და ა.შ;
** სიტყვიერი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისათვის;
** სამუშაო კაპიტალის ანალიზი დღეების, მაღაზიების, რეგიონების, კატეგორიების და შტრიხკოდის ჭრილში;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** გუნდური;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა;
** აუცილებელი ცოდნა - MS OFFICE; APEX და EXCELL მაღალ დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა Bკატეგორია და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №18;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10.00-19.00);
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@magniti.ge; და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |