www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: საჩხერის შშმპ რეგისტრირებული კავშირი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 27 ივლისი

ა (ა)იპ "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი" იწყებს შშმ პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისთვის/ხანდაზმულებისთვის. ვაკანსია გამოცხადებულია ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ასოციაცია ანიკა". პროექტის პარტნიორია "თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი".

პროექტისთვის "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა-მიწოდების პილოტირება, განვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში" ცხადდება ვაკანსია პერსონალური ასისტენტების პოზიციაზე.

ა (ა)იპ "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია/Disabled People`s Organisation (DP0), რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და შშმ პირთა საკითხებზე და უფლებებზე მუშაობს. ორგანიზაციის მისია ადამიანების უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით შშმ პირთა ინკლუზიის ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს ხანდაზმულთა და მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე შშმ პირთა შინმოვლის (შინმოვლა არის კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან), ასევე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული პერსონალური ასისტენტის მომსახურებების დანერგვა-მიწოდების პილოტირებას, განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

დასახელება: პერსონალური ასისტენტი - ბაღდათი

შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა: 15 (გადამზადების შემდეგ დასაქმდება 9 პირი, 4 კანდიდატი სარეზერვო)
სამუშაო ადგილი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, საქართველო

კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება

პერსონალური ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალური ასისტენტის მოვალეობაა დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს იმ აქტივობის/აქტივობების შესრულებაში, რომლებიც მის დამოუკიდებლობას უწყობს ხელს და რომელშიც ის სირთულეებს ან ბარიერებს აწყდება. ეს აქტივობები შეიძლება იყოს: თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, გადაადგილების/ტრანსპორტირების, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობა.
** ბენეფიციარების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
** ბენეფიციარების უფლებების დაცვაში მხარდაჭერა
** ბენეფიციარების და მათი ოჯახების პერსონალური/კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

პოზიციისთვის საჭირო უნარები და თვისებები:

** სოციალურ სფეროში მუშაობის ინტერესი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ჯანსაღი კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, სტრესის დაძლევის უნარი;
** ემპათიის უნარი
** სხვების მხარდაჭერაზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა;
** ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უპირატესობა მიენიჭება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება
** 3 ეტაპი - ხელშეკრულება

სამუშაო დატვირთვა: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: ერთი საათი 10, 5 ლარი (დარიცხული/GROSS)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dpo.sachkhere@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/06/2022.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე - 551 27 45 67.

შერჩეული კანდიდატები, ორგანიზაციის ხარჯებით გაივლიან სერვისის მისაწოდებლად საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგ-კურსს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |