სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის წარმომადგენლობის მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
პოზიციის მიზანია სალაროში არსებული თანხების ადმინისტრირება.
რა იქნება შენი ფუნქცია მოვალეობები:
** სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემოსული თანხის ადმინისტრირება;
** ბანკის სალაროს წარმომადგენლებთან სიტყვიერი შედარება;
** არსებული თანხისა და ქვითრის შედარება;
** ქვითრების შეყვანა ელექტრონულ ბაზაში;
** სალაროში შემოსული თანხის დათვლა შესაბამისი პროცედურის მიხედვით.
მნიშვნელოვანია გქონდეს:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (სავალდებულოა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** შრომისუნარიანი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 203 000