შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის აღმრიცხველის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** დამატებითი მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შემუშავებული კომერციული ციკლის შესაბამისად გაზის მრიცხველის ზუსტი ჩვენების აღება, მრიცხველზე მკაფიოდ გარჩევადი (ხარისხიანი) ფოტოსურათის გადაღება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობიექტური მიზეზით შეუძლებელია ფოტოს გადაღება) და პლანშეტურ კომპიუტერში დაფიქსირება;
** აბონენტებისათვის ქვითრების, შეტყობინებების, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების დადგენილ ვადაში მიწოდება;
** აბონენტებთან მოწყობილი აღრიცხვის კვანძის, გამანაწილებელი ქსელის, გაზის დანადგარების და ხელსაწყოების დათვალიერება, დათვალიერების შედეგების შეტანა შესაბამის რეესტრში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
** თავის სამოქმედო არეალში გაზგამანაწილებელი ქსელის სისტემატური მეთვალყურეობა, მასზე შესაძლო თვითნებური მიერთებისა და გაზის დატაცების ფაქტების გამოსავლენად;
** თავის სამოქმედო არეალში რეგისტრირებული აბონენტების საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და ასახვა შესაბამის რეესტრებში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
** აღრიცხვის კვანძებზე ლუქების და დალუქვის მთლიანობის შემოწმება და თითოეული დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადაცემა;
** მომხმარებლებთან დამონტაჟებული გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების აღწერა (ინვენტარიზაცია), მრიცხველის წარმადობასთან გადამეტების, ასევე სხვა დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
შერჩევის ეტაპები: რეზიუმეს შეფასება, ტესტირება, გასაუბრება, სტაჟირება-სწავლება;
დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ-ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 13.08.2022
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!