www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (დასვენების ორი დღის შეთანხმება შესაძლებელია)
ანაზღაურება: თვეში 700 ლარიდან (ხელზე ასაღები);

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
** ციფრული ტექნიკის ცოდნა გადამწყვეტი არ არის, მთავარია ინტერესი/მონდომება და დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად: "ჯუნიორ კონსულტანტი რუსთავში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |