www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: აგროტექნო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

შპს "აგროტექნო" წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პარტნიორები არიან ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები.

"აგროტექნო" გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. ხარისხიანი ტრაქტორების, მოსავლის ამღებებისა და მისაბმელი აღჭურვილობის ფართო არჩევანს საუკეთესო ფასად.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი),
ხელფასი: 1200-1500 (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის გეგმის შედგენა და ბრუნვის კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი და ბიუჯეტის შედგენა;
** ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და კონტროლი;
** კომპანიის ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება;
** ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, თანხის მოძრაობა; ბალანსი);
** კომპანიის ქვედანაყოფების ფინანსური მოდელირება;
** კომპანიის სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ხარჯების მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ფინანსურ პროცესებში სიახლეების (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა) ინიცირება;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და საჭიროებისამებრ, დროული რეაგირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, BDO Balance);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2 დონე);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება ფინანსურ მენეჯერთან და გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |