სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე თელავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
** ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
** კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
** ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
** ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
** მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** Word, Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 14 აგვისტო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "მოლარე თელავი".
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.