www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: USA Auto Parts
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"USA Auto Parts" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

შ.პ.ს. "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბაგარტიონის ქ. 14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი - 09:00-19:00

სამუშაოს აღწერა:

** საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება და უკვე არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა-მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** კომერციული შეკვეთების მიღება-დამუშავება;
** ინტერნეტში კომპანიისთვის სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული (სრულყოფილად) და ინგლისური (B2) ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 800 ლარი, ზრდადი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ltdusaautoparts@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |