www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Shokshop.ge
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"Shokshop.ge" წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის პროდუქციას ყველაზე ხელსაყრელ ფასად.
გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც გაყიდვების უნარ-ჩვევებით, ორგანიზაციული ნიჭითა და პასუხისმგებლობით შეასრულებს მის მოვალეობებს.

ლოკაცია: თბილისი

სამუშაო მოვალეობები:

** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** მომხმარებელთა ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** Facebook ads manager-ში მუშაობა
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება
** სხვა შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მართვა

სამუშაო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში (სასურველია)
** Facebook ads manager-ში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ვერბალური, წერითი)
** გაყიდვის უნარ-ჩვევები
** დისციპლინა და მოწესრიგებულობა
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფვა წინსვლასა და განვითარებაზე

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00-მდე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: shokshop11@gmail.com

ვებ-საიტი: https://shokshop.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |