შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) ზეინკლის დამხმარეს თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა B კატეგორია;
** მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
** ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით სამუშაოებში მონაწილეობა;
** სწრაფი რეაგირების ჯგუფის გამოძახების / შემთხვევის ადგილზე გადაყვანის მიზნით, ავტომობილის მართვა;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
** მართვის მოწმობის ასლი;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს შეფასება, ტესტირება, გასაუბრება, სტაჟირება;
დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ-ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სრული დასახელება;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!