"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას იმერეთის რეგიონის მენეჯერის პოზიციაზე (ქუთაისი)
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5
კომპანიის ავტომობილი
ანაზღაურება: 1300 ლარი საწყის ეტაპზე. (3 თვის შემდეგ საბონუსე პროგრამაში ჩართვა).
იმერეთის რეგიონალური მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა არხით პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა B2B მიმართულებით
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამაში ასახვა და მონიტორინგი
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა
** პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა
** სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!